
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოამბის წამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანის ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებას გმობს.
IPI აცხადებს, რომ მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც "პოლიტიკური კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გააჩუმეს" და არხზე მათ აღდგენას მოითხოვს.
IPI condemns dismissal of Public Broadcaster journalists Vasil Ivanov-Chikovani and Nino Zautashvili. We stand with GPB journalists silenced for resisting political control and demand their reinstatement.https://t.co/ulZfl5c18l
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომლის: რეალური სივრცის კორესპონდენტისა და წამყვანის, თამარ მშვენიერაძისა და იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ კი სხვა სახის დისციპლინური სანქცია გამოიყენა.
თინათინ ბერძენიშვილმა მათ "მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების" გამო საყვედური გამოუცხადა და თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში "ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში" შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
ტელევიზიის შეფასებით, "მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული".