IPI აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

IPI აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადაციო საპტიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გადასცენ სადიგოვი აზერბაიჯანს და გაუშვან საქართველოდან" - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

თავდაპირველად ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში გახდა ცნობილი - შესაბამისი ვიდეო მასალა სადიგოვის ცოლმა Facebook-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ინგოროყვას ქუჩაზე ცოლ-შვილთან ერთად მყოფ ჟურნალისტს შკოდის მარკის ავტომობილში სვამენ. მისი დაკავება არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოხდა.

4 აგვისტოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.