
The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
IDF-ში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ქალაქ ჰაიფასა და ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე.
მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.