ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძლდება.
მათივე ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო.
"მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი
ადგილზე 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოვებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკა", - აცხადებენ GWP-ში.