G7 რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს

G7 რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს

G7-ის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, დათანხმდეს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად იქნა შეთავაზებული.

"უკრაინაში რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს, ძალადობა უნდა შეწყდეს", – ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

G7-ის ქვეყნები მზად არიან დამატებითი სანქციები დააწესონ რუსეთის წინააღმდეგ, თუ მოსკოვი არ დაეთანხმება შეთავაზებულ შეთანხმებას. ასევე, განიხილება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად.

კიდევ ერთი პრიორიტეტი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაა. G7-ის წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს დაცული, ხოლო უკრაინას უნდა ჰქონდეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რათა დაიცვას თავი ახალი აგრესიისგან.