G7-მა უკრაინის დაფინანსებისთვის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პროექტს მხარი დაუჭირა

G7-მა უკრაინის დაფინანსებისთვის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პროექტს მხარი დაუჭირა

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ნათქვამია 24-25 მაისს იტალიაში G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეს პროექტში.

კერძოდ, გეგმა მოცემული აქტივებიდან მიღებული სესხის გაცემას მოიაზრებს. რუსული აქტივები კი გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.

ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა, თუ, დაახლოებით, როგორ უნდა გამოყენებულიყო 300 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივი.

მოსალოდნელია, რომ ამ სქემამ უკრაინას დაახლოებით 3 მილიარდი ევრო უნდა მოუტანოს.