Fox News: დღეს აშშ-ის კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგნენ

Fox News: დღეს აშშ-ის კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგნენ

Fox News წერს, რომ დღეს აშშ-ის კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგნენ. ინფორმაციას Facebook-ზე Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაიაც ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი.

ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

მისივე თქმით, აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე.

"კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.

კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს", - წერს ნანა საჯაია.