FB-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

FB-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო აქტივისტ როსტო ზარანდიას ზუგდიდის სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო.

როგორც ცნობილია, მას ზუგდიდის მერიის პრესსამსახურმა, მაგდალენა თოდუამ უჩივლა.

აქტივისტმა თოდუას "ფოჩო" და "ტვენგე" უწოდა.