Euroscope: 26 მაისს თბილისს 5 ევროპარლამენტარი ეწვევა

Euroscope: 26 მაისს თბილისს 5 ევროპარლამენტარი ეწვევა

Euroscope-ის ინფორმაციით, 26 მაისს თბილისს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები ეწვევიან.

სიაში არიან შემდეგი დეპუტატები: ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი.

Euroscope-ის თანახმად, ევროპარლამენტარებს ექნებათ შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან.