Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს.
კითხვაზე "თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?", შედეგები ასე გადანაწილდა.
ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება:
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95% იანი სანდოობის ზღვრისთვის.