Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 29% ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ხელახლა არჩევა დაიმსახურა, 71%-ის აზრით კი, დროა, სხვა პარტიას მიეცეს შანსი.
წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სხვა პარტიამ უნდა მართოს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.