ედისონ რისერჩის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართული ოცნება არჩევნებს აგებს. მმართველ ძალას ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. ივანიშვილის პარტიის მხარდაჭერა 32 პროცენტია. მეორე მხრივ, ზრდა აქვს ოპოზიციას. ბოლო კვლევით, ხუთპროცენტიან ბარიერს საგრძნობლადაა ასცდა 4 პოლიტიკური ძალა, ბარიერს გადააბიჯა იაგო ხვიჩიას გირჩმა. ოპოზიციური ჯამი ქართულ ოცნებასთან შედარებით დიდ სხვაობას იძლევა. ახლა ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ დარჩენილ სამ თვეში.