Edison Research: 88%-ის აზრით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით უფლებები ირღვევა

Edison Research: 88%-ის აზრით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით უფლებები ირღვევა

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 88%-ს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა. მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებით უფლებები არ ირღვევა.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.