
ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, The Economist Intelligence Unit-ის 2024 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული ინდექსი გაუარესდა და 4,7 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ეკონომისტი ავრცელებს.
კვლევის თანახმად, 2023 წელს საქართველოს 10-ქულიან სკალაზე 5.20 ქულა ჰქონდა და 89-ე ადგილს იკავებდა.
საქართველო უკვე მეორე წელია ქვეყნების საერთო რეიტინგში 89-ე ადგილზეა.
საქართველოს დემოკრატიული ინდექსის კვლევის მაჩვენებელი ასეთია:
საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 5.67, ხელისუფლების ფუნქციონირება 3.21, პოლიტიკური მონაწილეობა 5.56, პოლიტიკური კულტურა 3.75, სამოქალაქო თავისუფლებები 5.29.
„რუსეთმა 2024 წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში, თუმცა ირიბად და არა პირდაპირი ინტერვენციით. 2024 წელს საქართველოს ყველაზე მკვეთრი გაუარესება აქვს რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით: მისი ინდექსის ქულა 2023 წლის 5,20-დან 4,70-მდე დაეცა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკამათო კანონპროექტის მიღებას დიდი პროტესტი მოჰყვა. ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები შეჯიბრი გახდა რუსეთის და ევროკავშირის მიმართულებებს შორის. თავად კენჭისყრა დარღვევებით დახასიათდა, მათ შორის ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და ხმების მოსყიდვისა და ბიულეტენების ჩაყრის ბრალდებებით.
ოპოზიციამ გამოთქვა შეშფოთება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გავლენის შესახებ იმ ორგანოებზე, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო ზედამხედველობა. არჩევნებში მოქმედმა მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და წელი ქუჩაში დიდი საპროტესტო აქციებით დასრულდა", - წერია კვლევით ანგარიშში.