EU უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარებას

EU უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას.

"ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა.

ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.