EU სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს

EU სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს.

ამის შესახებ სომხეთის­ პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი წერს.

"სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები ევროკავშირის საბჭოს (მინისტრთა საბჭოს) საგარეო საქმეთა საბჭოს 22 ივლისის დღის წესრიგშია შეტანილი. ორივე ამ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ დღეს იქნება მიღებული", - წერს იეგოია