საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი გიორგი გახარიაზე თავდასხმას X-ზე განცხადებით ეხმაურება.
"საქართველო: გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმაში შემაშფოთებელია. ძალადობისა და დაუსჯელობას ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიაში - მით უმეტეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში" , - წერს ის.
Georgia: The reported involvement of Georgian Dream politicians in the brutal attack on former Georgian Prime Minister and opposition leader @GakhariaGiorgi is shocking.
There is no place for violence or impunity in any democracy – let alone in an EU candidate country.
***
15 იანვარს გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
ზვიად ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.