
ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
პრესსამსახურის თქმით, ქართველი ახალგაზრდები დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„არა, ჩვენ არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან. ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახალგაზრდები არიან მცდელობის სათავეში, რომლის მეშვეობითაც საქართველომ ევროკავშირის გზაზე სვლა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირი გააგრძელებს მათ გვერდით ყოფნას", - აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.