
ევროკავშირი მოლდოვას ბლოკში გაწევრიანების პროცესის მხარდასაჭერად 1.9 მილიარდი ევროს დახმარებას გადასცემს. შესაბამისი დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმებას ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ 19 თებერვალს მიაღწიეს.
დამტკიცებული თანხიდან 520 მილიონ ევროს მოლდოვა გრანტის სახით მიიღებს, 1.5 მილიარდი კი დაბალპროცენტიანი სესხია.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოყოფილი თანხა ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება იქნება მოლდოვისთვის დამოუკიდებლობის შემდეგ.
"[დახმარება] მოიცავს ყველა სექტორს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლდოვის ეკონომიკური ზრდისთვის და მისი ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია და თქვა, რომ ორივე ქვეყანამ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო პირობები შეასრულა.