ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს შიმშილობის მე-17 დღეს და ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლო უფლება ევროკავშირის ღირებულებების საფუძველია.
ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს ევროკავშირის ელჩები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ.