EU-ის წარმომადგენლობა ნაკრებს: თქვენ საქართველოს მოუტანეთ სიხარული, დაიპყარით გულები

ვამაყობთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიული დებიუტით. თქვენ საქართველოს მოუტანეთ სიხარული და პატივი და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივრის გული მთელ მსოფლიოში. მადლობა საოცარი თამაშებისთვის.

წერს X-ზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.