EU-ის წარმომადგენელი: [რუსული] კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე უკან ხევს

EU-ის წარმომადგენელი: [რუსული] კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე უკან ხევს

EU-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ანსუიონ სანჩეს რუისის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე უკან ხევს და საფრთხეში აგდებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.

როგორც რუისმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა [მმართველ პარტიას] მოუწოდეს უარი თქვან ამ ტენდენციაზე.

"შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში აგვიხსნეს თუ როგორია მათი თვალსაზრისით ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ გავიხსენეთ საბჭოს 27 ივნისის დასკვნა, სადაც ევროკავშირმა გამოხატა შეშფოთება საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო, განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკან ხევს, საფრთხეში აგდებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.

ლიდერებმა მოუწოდეს, უარი თქვან ამ ტენდენციაზე, რომელსაც დე ფაქტო მივყავართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაიხსენეს საქართველოს მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის უნდა გახდეს, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ამჟამად როგორც ლიდერები 27 ივნისს შეთანხმდნენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია", - თქვა რუისმა.

***

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამინისტროს ევროკავშირში ინტეგრაციის დირექტორატის ხელმძღვანელის მიწვევით მივიდნენ. დიპლომატებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 9 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიში მოისმინეს.