საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამინისტროს ევროკავშირში ინტეგრაციის დირექტორატის ხელმძღვანელის მიწვევით მივიდნენ.
დიპლომატებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 9 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიში უნდა მოისმინონ.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს. მის დაწყებამდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეხვედრაზე იმყოფება ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც.