ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც Formula 1-ის ყოფილი მრბოლელი ნიკიტა მაზეპინი სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა TASS ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მრბოლელის ნათესაური კავშირი მამასთან, რუს ბიზნესმენ დმიტრი მაზეპინთან, არაა საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ იგი საერთო ინტერესებით მამასთან დაკავშირებულად ჩაითვალოს. დმიტრი მაზეპინი კომპანია Uralchem-ის დამფუძნებელია.
ნიკიტა მაზეპინი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში 2022 წლის მარტში შეიყვანეს. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მის კავშირს მამასთან, რომელიც ეკონომიკის ისეთ სფეროებში მუშაობს, რომლებიც რუსეთის მთავრობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.
დმიტრი მაზეპინი მისი შვილის კარიერის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. მაზეპინის კომპანია "ურალკალი" Formula 1-ში გუნდ Haas-ის მთავარი სპონსორიც იყო, სადაც ნიკიტა მაზეპინი მრბოლელი იყო.
Formula 1-ის ისტორიაში ნიკიტა მაზეპინი მეოთხე რუსი მრბოლელია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Haas-მა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2023 წელს სასამართლომ უფლება მისცა მაზეპინს, სანქციების მიუხედავად, შესულიყო ევროკავშირში სპორტული მიზნებიდან გამომდინარე - შეჯიბრებებში მონაწილეობისთვისა და გუნდებთან მოლაპარაკებებისთვის. ამავე დროს, დიდმა ბრიტანეთმა, სადაც Formula 1-ის 10 გუნდიდან 7 არის ბაზირებული, ანალოგიური მოთხოვნა უარყვეს.
2023 წლის მაზეპინი აზიის სერია ლე-მანში გამოდის.