DIA-ის ანგარიში: ქართული ოცნების რეჟიმის დახმარებით, რუსეთი საქართველოში გავლენას ზრდის

DIA-ის ანგარიში: ქართული ოცნების რეჟიმის დახმარებით, რუსეთი საქართველოში გავლენას ზრდის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო (DIA) გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები უარესდება, ქართული ოცნების რეჟიმი ქვეყანაში ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც კრემლს გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს.

"რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის.

საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი დანამდვილებით ისახავს მიზნად ქვეყნის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში", - წერია ანგარიშში.

DIA-ს ანგარიშს პრემიერმინისტრმა კობახიძემ სისულელე უწოდა და აშშ-შიც დიფ სთეითის გავლენის ზრდაზე საუბრობს.

"ეს არის სრული სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი?! ასეთი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს "დიფ სთეითის" გავლენებზე.", - თქვა მან.