ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ვებგვერდის, Cybernews-ის ცნობით, გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.
როგორც ცნობილია, ფაქტი, რომ მონაცემები გაჟონილი იყო, კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ და Cybernews-ის გუნდმა აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გაჟონილი ინდექსი თითქმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს მოიცავდა, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია, მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს დუბლიკატებს და ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე.
სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია შეიცავდა შემდეგ მონაცემებს:
"როგორც ჩანს, ეს მონაცემები შეგროვებულია სხვადასხვა წყაროდან, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან", – ამბობს დიაჩენკო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემების გაჟონვის აღმოჩენიდან მალევე სერვერი ოფლაინ რეჟიმში გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა დაიხურა.