
ევრობარომეტრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა 9%-ით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა - GORBI-ს ჩატარებულია.
ინფორმაციას Civil.ge ავრცელებს და აცხადებს, რომ GORBI-მ მათთან კვლევის საქართველოში ჩატარება დაადასტურა.
GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც სამთავრობო ტელეარხ Imedi-ს დაკვეთით წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლებს ამზადებს.
ევრობარომეტრის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მიმართ ნდობა საქართველოში 9 პროცენტული ერთეულით შემცირდა და 2025 წლის მარტ-აპრილში 49% შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის შემოდგომაზე 58% იყო.
ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირისადმი ნდობა თავად წევრ ქვეყნებში გაიზარდა და 52%-ს მიაღწია — რეკორდულ მაჩვენებელს 2007 წლის შემდეგ.