ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდა კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღებაზე უარი უნდა თქვას.
კომიტეტში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ე.წ. რუსული კანონი უკან გაიწვიოს უნდა გაიწვიოს, "თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს".
CPJ კანონპროექტის ხელახალი ინიციირებით შეშფოთებულია.
"საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, რომელიც მედიასაშუალებებს უცხოური კონტროლის შესახებ ლაქას დაასვამს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს [კანონპროექტი] საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ", - წერს CPJ.
***
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.