
მზია ამაღლობელის დევნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშკარად სადამსჯელოა, და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება აუცილებელია. აღნიშნული განცხადება "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა" (CPJ) გაავრცელა.
CPJ-ში გამოთქვამენ მწუხარებას სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გააგრძელა მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი და ის პატიმრობაში დატოვა.
„მზია ამაღლობელის დევნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშკარად პასუხია მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, რაც კიდევ უფრო დამახინჯებულია პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული აგრესიისთვის პასუხისმგებლობის გარეშე დარჩენის ფონზე. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს ამაღლობელი“, - აღნიშნა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა, გულნოზა სადმა.