CIA-ს დირექტორი: რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება

CIA-ს დირექტორი: რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება.

ბერნსის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის იზოლაცია დასავლეთისგან ღრმავდება, ჩინეთზე დამოკიდებულება კი სულ უფრო იზრდება. მისი შეფასებით, პუტინი ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესს სერიოზულად არ უყურებს.

"პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მას შეუძლია გაანადგუროს უკრაინა და დასავლეთი. უკან დახევის ნაცვლად, მან [თავდასხმის] ტემპი გააორმაგა.

სწორედ უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე, განსაზღვრავს დიპლომატიის პერსპექტივებს, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად", - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.