Bloomberg: პრეზიდენტის გუნდმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის ვარიანტები მოამზადა

Bloomberg: პრეზიდენტის გუნდმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის ვარიანტები მოამზადა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის ვარიანტები მოამზადა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების მცდელობების გაჭიანურების გამო, ტრამპი მზადაა კრემლზე ეკონომიკური ზეწოლა გაზარდოს.

კერძოდ, Bloomberg-წერს, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის რამდენიმე წინადადება განიხილეს.

თუმცა ცნობილია, რომ ტრამპს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ასევე პრეზიდენტის გუნდი, ამ დროისთვის, უარს ამბობს განსახილველი ვარიანტების დაკონკრეტებაზე და განაცხადეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.