
ევროკავშირი განიხილავს 100 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნას უკრაინის მხარდასაჭერად.
როგორც საკითხთში ჩართული წყაროები Bloomberg-თან აცხადებენ, თანხა შესაძლოა შევიდეს ევროკავშირის შემდეგი შვიდწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე თვის ბოლოს არის დაგეგმილი.
თუ წევრი სახელმწიფოები ამ წინადადებას მოლაპარაკებებში დაამტკიცებენ, დახმარების გამოყოფა 2028 წლიდან დაიწყება, რათა ომისგან დაზარალებულ უკრაინას მუდმივი და სტაბილური ფინანსური მხარდაჭერა გაეწიოს.
ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, ხოლო წყაროები ანონიმურად საუბრობენ.