გუშინდელი მასშტაბური აქციის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში ათასობით ადამიანის გამოვიდა.
გამოცემა მიუთითებს, რომ მიუხედავად დაშინების კამპანიისა, რომელიც რუსული კანონი მოწინააღმდეგეების მიმართ მიმდინარეობს, აქციაზე ათასობით ადამიანი იყო.
BBC სტატიაში აღნიშნავს, რომ მეზობელ რუსეთში კრემლის მოწინააღმდეგეთა ხმების მარგინალიზაციისთვის გამოიყენეს.
"აქციაზე გამოსულ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ, რომ რუსეთის ავტორიტატული სტილის ხელმძღვანელობამ მათ ქვეყანაში შეაღწიოს", - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.