![ტრამპი: [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი - ბუშის, ჩემ დროს არაფერი](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b5afd023-abdf-4615-8a03-1a64cbe9c075.jpg)
BBC-ზე ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო მასალის ვიდეო ვერსიაც გავიდა. რეპორტაჟი სტატიის სახით გამოქვეყნებულ გამოძიებას იმეორებს ვიზუალური მასალით, ინტერვიუებითა და სხვა დეტალებით. საქართველოში კი BBC-ის გამოძიებას შეფასებას აძლევენ. ოპოზიციის ნაწილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც მოსამართლეების სანქციებზე ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი გასვრილია, ახლა BBC-ის მასალის მერე ვაშინგტონისგან დავით კეზერაშვილის სანქცირებას ითხოვს.