BBC-ის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლესთან დააკავეს კაცი, რომელმაც სასახლის ტერიტორიაზე თოფის ვაზნები ისროლა.
როგორც გამოცემა წერს, ცნობილია, რომ კაცს ხელში საეჭვო იარაღი და ჩანთა ეჭირა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, BBC იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ინციდენტის დროს სასახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.
6 მაისს მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაა დაგეგმილი, რის გამოც უსაფრთხოების ზომები ბუკინგემის სასახლესთან განსაკუთრებით გამკაცრებულია.