Amnesty International NGO-ების დაყადაღებაზე: ადამიანის უფლებებზე თავდასხმა უნდა დასრულდეს

Amnesty International NGO-ების დაყადაღებაზე: ადამიანის უფლებებზე თავდასხმა უნდა დასრულდეს

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, Amnesty International განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავრობა ხელს უშლის მათ გამართულ მუშაობას და ამ გზით, თავად ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის საბოტაჟს.

"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. ხელისუფლებამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები გაუყინა და „საბოტაჟის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იმ მოტივით, რომ მათ მომიტინგეები დამცავი აღჭურვილობით დააფინანსეს. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება.

დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟისტებად“ შერაცხვით, ხელისუფლება ხელს უშლის მათ მუშაობას და გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის სხვებს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს ქვეყანაში.

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოღვაწეების საქმიანობის შელახვით, საქართველოს ხელისუფლება თავად ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის ადამიანის უფლებების საბოტაჟს. ადამიანის უფლებებზე თავდასხმა უნდა დასრულდეს", - წერს ორგანიზაცია.