Air India-ს თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა - ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იყო

Air India-ს თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა - ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იყო

Air India-ს თვითმფრინავი ინდოეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ აჰმედაბადში, დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.

ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ცნობები, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

თვითმფრინავი რეისს ლონდონის მიმართულებით ასრულებდა.

"ამ ეტაპზე ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ და დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენიდან მალევე განიცადა.