გამოცემა Associated Press-ის ცნობით, აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის.
ამის შესახებ Associated Press ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, სამხედრო დახმარების პაკეტში შედის საბრძოლო მასალა NASAMS-ისა და HIMARS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, მათ შორის Jawelin და Stringer.
დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს 32 Stryker-ის ჯავშანმანქანას, რაკეტებსა და ნაღმტყორცნებს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, პაკეტში დრონებიც შევა.
აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტი იქნება, რომელიც უკრაინას გადაეცემა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.