გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისთვის კანონთან შეუსაბამობისთვის 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ინფორმაციის მიხედვით, თბილისში - 3 453, ქუთაისში - 1 403, ბათუმში - 1 233 - ბათუმში, ხოლო რუსთავში - 1 104 დარღვევაა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ თავდაპირველად, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია.
გარემოსდაცვითის დეპარტმენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვს აკონტროლებს.