3-დან 5 დეკემბრამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

3-დან 5 დეკემბრამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3-დან 5 დეკემბრამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე შეიზღუდება.

"დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით", - ნათქვამია განცხადებაში.