ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.
ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს.
წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა 195 922 ახალგაზრდას. გადასატან ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
სხვა სახელმწიფოში შექმნილ სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება, საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 უბანია შექმნილი.