გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით ელჭექით იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს კი ისევ გაწვიმდება და აგრილდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, თბილისში 25-26 ივლისს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით - ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.