თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის, სოფელი სამადლოს და სოფელი დიდების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იოსებ ალავერდელის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთობის დასახლების, სამგორის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, იუმაშევის, გიორგი ჩიკვაიძის, იოსებ ალავერდელის და თამრო ვაშლოვნელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ქიაჩელის, ჯუღელის, ნიკო ნიკოლაძის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.