24 იანვარს, 19:00-ზე სხვადასხვა ქალაქში მარში გაიმართება - თავისუფლება სინდისის პატიმრებს

24 იანვარს, 19:00-ზე სხვადასხვა ქალაქში მარში გაიმართება - თავისუფლება სინდისის პატიმრებს

24 იანვარს, 19:00-ზე სხვადასხვა ქალაქში მარში გაიმართება, სადაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, კოლეგები და თანამოაზრეები შეიკრიბებიან.

ინფორმაცია ჯგუფ დაიტოვეში ვრცელდება.

"მარში - თავისუფლება სინდისის პატიმრებს! 53 სინდისის პატიმარი ივანიშვილის ციხეშია. მათი გათავისუფლება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ამიერიდან, ყოველ პარასკევს, მათდამი სოლიდარობის ნიშნად და გათავისუფლების მოთხოვნით მოვაწყობთ მარშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. პირველი მარში 24 იანვარს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება.

მარშზე შევიკრიბებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბნელები, კოლეგები, თანამოაზრეები და ივანიშვილის და მის ქვეშევრდომებს ხმამაღლა გავაგონებთ ჩვენი წინააღმდეგობის ხმას. შემოგვიერთდით და შეუერთე შენი ხმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას!

თბილისი

1. მარჯანიშვილის მოედანი;

2. ავლაბრის მოედანი;

3. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო.

ბათუმი შეკრების ადგილი:

მემედ აბაშიძის 48 (ბათუმელების ოფისი).

ზუგდიდი შეკრების ადგილი:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ.

ქუთაისი (ლოკაცია დაზუსტდება)", - წერია განცხადებაში.