2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასები 8 000 ლარზე მეტი იქნება

2025 წლიდან პარლამენტის წევრების ხელფასები 8 000 ლარზე მეტი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი დააინიცირა, რომელიც თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს.

პაპუაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 10 000 ლარი იქნება, რაც ახლანდელზე 3 260 ლარით მეტია.

რაც შეეხება დეპუტატებს, მათი ხელფასი 8 250 ლარი იქნება, რაც ამჟამინდელზე 3 626 ლარით მეტია.

ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.