სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნიდან ემიგრაცაში საქართველოს 163 480 მოქალაქე წავიდა.
გასულ წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია.
რაც შეეხება იმიგრანტების რიცხოვნობას, ის 14.5%-ით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.