20 დაღუპული, 73 დაშავებული - 16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა

20 დაღუპული, 73 დაშავებული - 16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსული ძალების მხრიდან ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, 73 ადამიანი დაშავებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

ოდესაზე სარაკეტო იერიში რუსეთის საოკუპაციო არმიამ დღეს მიიტანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები - ისკანდერი გამოიყენეს.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტები დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გამოუშვეს. 16 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.