16 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

16 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს დენი გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 აგვისტოს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალას მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა მიკრორაიონის, დუმბაძის, 26 მაისის და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ბერაძის და აისის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.