15 დეკემბრის ჩათვლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება, ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.