15 აგვისტოს დიდუბის რაიონის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

15 აგვისტოს დიდუბის რაიონის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 15 დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ ქსელზე წყამომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.

კომპანიის ცნობით, ამის გამო მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაიცლება და 15 აგვისტოს 21:00 საათიდან 17 აგვისტოს 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ შემდეგ ქუჩებს დიდუბის რაიონში:

წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ფიფიას, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, არჩილ ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთას, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, იამანიძის, თევდორე მღვდელის N13-57 (კენტები) და N16-48 (ლუწები), სოხუმის,ზუგდიდის და რობაქიძის N 7 ქუჩებს.